1.
პროექტის სახელწოდება: თამარ მეფის ნაკვალევი რაჭაში.
2.
პროექტის
მთავარი იდეა: მოსწავლეები ინტერნეტის საშულებით მოიძიებენ ინფორმაციას რაჭის იმ ღირშესანიშნაობების
შესახებ, რომელთა აშენებას ან მონახულებას მიაწერენ თამარს.
3.
პროექტის
აქტუალობა: მოიძიებენ თქმულებებს,მოახდენენ წყაროების შედარებას,შინაარსობრივ კატეგორიზაციას,შეგროვილი
ინფორმაციის ორგანიზებას და PowerPoint-ის პრეზენტაციის გამოყენებით გააცნობენ მას ფართო აუდიტორიას.
4.
პროექტის
მიზნები: მოსწავლეებს გაუჩნდებათ განსაკუთრებული დამოკიდებულება რაჭის ისტორიის მიმართ,განუვითარდებათ
ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების,დამუშავების და გაანალიზების უნარი,ჩამოუყალიბდებათ
თანამშრომლობის და შემოქმედებითი აზროვნების უნარი.
5.
მონაწილეთა
ასაკი:VII
კლასი.
6.
ვადები/ხანგძლივობა: 4 კვირა.
7.
მოსალოდნელი
შედეგები: შექმნიან ბუკლეტებს, სადაც იქნება მოცემული რაჭის ისტორია, ლეგენდები.დახატავენ
რაჭის რუკას,გააკეთებენ კედლის გაზეთს,მოაწყობენ გამოფენას, PowerPoint-ში მოამზადებენ პრეზენტაციას.
8.
პროექტისთვის
საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პრინტერი. საჭირო ლიტერატურა: თამაზ
ბერაძის ,,რაჭა’’, სერგი მაკალათიას ,,თამარ მეფე’’, საქართველოს ისტორიის ნარკვევების
III
ტომი.ქ. ამბროლაურის
სარაიონო ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერი თქმულებები თამარ მეფეზე.
9.
პროექტის
მსვლელობა:
1.თემის
შერჩევა.
2.საპროექტო
ჯგუფების ჩამოყალიბება,მოვალეობების გადანაწილება,საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი
მოსწავლეების არჩევა.
·
I-სამუშაო
ჯგუფი იყენებს ადამიანურ რესურსს-იღებს ინტერვიუს მოსახლეობისაგან,იწერს თქმულებებს.მოინახულებს
ქ.ონში მცხოვრებ ქალბატონ დოდო ჯაფარიძეს, რომელიც თამარ მეფისეულ ,,ოქომკერდით’’ ქარგვის
ხელოვნებას ფლობს, აიღებენ მისგან ინტერვიუს.
·
II-ჯგუფი
ქ.ამბროლაურის სარაიონო ბიბლიოთეკაში მოიძიებს საჭირო ლიტერატურას და ძველ ხელნაწერებს.
·
III-სამუშაო ჯგუფი გამოიყენებს ტექნიკურ რესურსს,მოიძიებს
ინტერნეტში ინფორმაციას რაჭის იმ ღირშესანიშნაობებზე, რომელთა აშენებას ან მონახულებას
მიაწერენ თამარ მეფეს.
·
საბოლოოდ სამუშაო ჯგუფები მოახდენენ შეგროვოლი ინფორმაციის დახარისხებას,დამუშავებას
და ანალიზის საფუძველზე გამოიტანენ დასკვნებს.მოამზადებენ პროექტის მიმდინარეობისა
და მიღებული შედეგების
·
ამსახველ პრეზენტაციას(PowerPoint)-ში და გააცნობენ ფართო აუდიტორიას.
10.საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/კავშირი: ისტორია, გეოგრაფია.
11.პროექტის ხელმზღვანელი: მარიამ
დონაძე
12.ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა: mariamdonaze@gmail.com
13. პროექტის
ვებ-გვერდი/ბლოგი:
Комментариев нет:
Отправить комментарий