понедельник, 12 августа 2013 г.

სასწავლო პროექტი,,თამარ მეფის ნაკვალევი რაჭაში"

1.    პროექტის  სახელწოდება: თამარ მეფის ნაკვალევი რაჭაში.
2.    პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები ინტერნეტის საშულებით მოიძიებენ ინფორმაციას რაჭის იმ ღირშესანიშნაობების შესახებ, რომელთა აშენებას ან მონახულებას მიაწერენ თამარს.
3.    პროექტის აქტუალობა: მოიძიებენ თქმულებებს,მოახდენენ წყაროების შედარებას,შინაარსობრივ კატეგორიზაციას,შეგროვილი ინფორმაციის ორგანიზებას და PowerPoint-ის პრეზენტაციის გამოყენებით გააცნობენ მას ფართო აუდიტორიას.
4.    პროექტის მიზნები: მოსწავლეებს გაუჩნდებათ განსაკუთრებული დამოკიდებულება რაჭის ისტორიის მიმართ,განუვითარდებათ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების,დამუშავების და გაანალიზების უნარი,ჩამოუყალიბდებათ თანამშრომლობის და შემოქმედებითი აზროვნების უნარი.
5.    მონაწილეთა ასაკი:VII კლასი.
6.    ვადები/ხანგძლივობა: 4 კვირა.
7.    მოსალოდნელი შედეგები: შექმნიან ბუკლეტებს, სადაც იქნება მოცემული რაჭის ისტორია, ლეგენდები.დახატავენ რაჭის რუკას,გააკეთებენ კედლის გაზეთს,მოაწყობენ გამოფენას, PowerPoint-ში მოამზადებენ პრეზენტაციას.
8.    პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პრინტერი. საჭირო ლიტერატურა: თამაზ ბერაძის ,,რაჭა’’, სერგი მაკალათიას ,,თამარ მეფე’’, საქართველოს ისტორიის ნარკვევების III ტომი.ქ. ამბროლაურის სარაიონო ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერი თქმულებები თამარ მეფეზე.
9.    პროექტის მსვლელობა:
1.თემის შერჩევა.
2.საპროექტო ჯგუფების ჩამოყალიბება,მოვალეობების გადანაწილება,საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მოსწავლეების არჩევა.
·       I-სამუშაო ჯგუფი იყენებს ადამიანურ რესურსს-იღებს ინტერვიუს მოსახლეობისაგან,იწერს თქმულებებს.მოინახულებს ქ.ონში მცხოვრებ ქალბატონ დოდო ჯაფარიძეს, რომელიც თამარ მეფისეულ ,,ოქომკერდით’’ ქარგვის ხელოვნებას ფლობს, აიღებენ მისგან ინტერვიუს.
·       II-ჯგუფი ქ.ამბროლაურის სარაიონო ბიბლიოთეკაში მოიძიებს საჭირო ლიტერატურას და ძველ ხელნაწერებს.
·       III-სამუშაო ჯგუფი გამოიყენებს ტექნიკურ რესურსს,მოიძიებს ინტერნეტში ინფორმაციას რაჭის იმ ღირშესანიშნაობებზე, რომელთა აშენებას ან მონახულებას მიაწერენ თამარ მეფეს.
·       საბოლოოდ სამუშაო ჯგუფები მოახდენენ შეგროვოლი ინფორმაციის დახარისხებას,დამუშავებას და ანალიზის საფუძველზე გამოიტანენ დასკვნებს.მოამზადებენ პროექტის მიმდინარეობისა და მიღებული შედეგების
·        ამსახველ პრეზენტაციას(PowerPoint)-ში და გააცნობენ ფართო აუდიტორიას.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/კავშირი: ისტორია, გეოგრაფია.
11.პროექტის ხელმზღვანელი: მარიამ დონაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mariamdonaze@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:




четверг, 8 августа 2013 г.